მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ სეზონში - "სან ანტონიო" "ოკლაჰომასთან" დამარცხდა » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ სეზონში - "სან ანტონიო" "ოკლაჰომასთან" დამარცხდა

მამუკელაშვილის პირველი მატჩი ახალ სეზონში - "სან ანტონიო" "ოკლაჰომასთან" დამარცხდა
10-10-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში კლუბები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. პირველი საგამოფენო მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსმა, რომელმაც სტუმრად ოკლაჰომასთან დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით წააგო – 121:122.

ამერიკელები წინასასეზონო მატჩებს საგამოფენოს უწოდებენ. ამ შეხვედრებში მწვრთნელები ახალგაზრდა მოთამაშეებსა და ახალწვეულებს ცდიან. შესაბამისად, ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევათ წამყვან კალათბურთელებს. შესაძლოა ამიტომაც მამუკელაშვილი მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა მხოლოდ 8 წუთი ათამაშა.

ამ დროში საქართველოს ნაკრებს ფორვარდმა 2 ქულა და თითო მოხსნა-პასი მოაგროვა.

19 წუთი ითამაშა დრაფტის პირველმა ნომერმა ვემბანიამამ, რომელმაც სპურსში ჩატარებულ პირველივე მატჩში თავი გამოიჩინა – 20 ქულა, 5 მოხსნა.

სან ანტონიო მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს მაიამისთან შინ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.