"ტაილანდთან უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რაც ხალხს სურს" - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო » სპორტის ხაზი

"ტაილანდთან უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რაც ხალხს სურს" - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

"ტაილანდთან უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რაც ხალხს სურს" - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო
9-10-2023, 21:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში შეიკრიბა.

ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, ამხანაგურ მატჩში ტაილანდს დაუპირისპირდება, 15 ოქტომბერს კი, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

შეკრების პირველ დღეს, ჩვენმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, სოლომონ კვერკველია, ალექსანდრე კალანდაძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, დავით ვოლკოვი, ბუდუ ზივზივაზე.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ საქართველოს ნაკრების და "ლევანტეს" ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.

💬 გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან გახარებული ვარ, რადგან ისევ მიწევს საქართველოს ნაკრების მაისურის ჩაცმა, რაც ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის. ვფიქრობ, გუნდში იგივე მენტალიტეტია. ვცდილობთ, რომ დავივიწყოთ განვლილი მატჩები, თუმცა, ამავდროულად უნდა ვისწავლოთ განვლილი თამაშებისგან. დღეს, პირველი ვარჯიში გვქონდა და დავიწყეთ მზადება ტაილანდთან და კვიპროსთან სათამაშოდ.

ფეხბურთელისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოტივაციაა, როდესაც შენი თანამემამულეები გამხნევებენ. ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ როგორც ტაილანდთან, ისე კვიპროსთან ჩვენი თამაშის ჩვენება და შევასრულოთ მწვრთნელის დავალებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკეთ იციან ჩვენი შესაძლებლობები. მივყვებით ყოველდღიურობა და ვეცდებით გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები
".


"ტაილანდთან უნდა ვაჩვენოთ ის თამაში, რაც ხალხს სურს" - საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო

ნაკრებმა მოახლოებული მატჩებისთვის შეკრება დაიწყო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:



მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ნაკრები 12 ოქტომბერს 20:00 საათზე ტაილანდს, ხოლო 15 ოქტომბერს 17:00 საათზე კვიპროსს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი