"დროა, რაღაც გვაჩვენოს", - მიქაუტაძეს მედიაში მწარედ აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

"დროა, რაღაც გვაჩვენოს", - მიქაუტაძეს მედიაში მწარედ აკრიტიკებენ

"დროა, რაღაც გვაჩვენოს", - მიქაუტაძეს მედიაში მწარედ აკრიტიკებენ
9-10-2023, 17:37
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამული კარიერა მოსალოდნელზე ცუდად დაიწყო.

ჯერჯერობით, გიორგი მიქაუტაძემ გარანტირებულად სასტარტო შემადგენლობის ადგილი ვერ მოიპოვა, ხოლო მიცემული შანსებისას ვერცერთი საგოლე კონტრიბუცია ვერ შემოგვთავაზა.

ამ ყველაფრის ფონზე ქართველის მიმართ ლოკალურ მედიაში სერიოზული კრიტიკის მასა წამოვიდა. ESPN-ს ადგილობრივი კომენტატორის თქმით, დროა, მიქაუტაძემ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს:

"მიქაუტაძე ბურთთან თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ცოტას მოძრაობს და ვერც კრეატივი შემოაქვს. მეგონა, შეცვლაზე შემოსული მატჩზე მცირე გავლენას მაინც მოახდენდა, თუმცა შევცდი.

შეიძლება, როცა მთელი გუნდი საშინლად თამაშობს ერთი მათგანის გამოყოფა არასამართლიანია, მაგრამ როდესაც თამაშში ვერ ერთვები და ვერც კომბინაციურ ფეხბურთში ბრწყინავ, ეს შესამჩნევი ხდება. თუ კარგი ფეხბურთელი ხარ, დროა, ეს დაამტკიცო."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი