დი ლაურენტისმა გარსიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო » სპორტის ხაზი

დი ლაურენტისმა გარსიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

დი ლაურენტისმა გარსიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
9-10-2023, 17:22
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის არადამაჯერებელი სტარტის გამო რუდი გარსიას პოსტი "ნაპოლიში" მოსვლიდან მალევე შეირყა.

გასულ ტურში ნეაპოლელები "ფიორენტინას" წინააღმდეგ დამარცხდნენ და გარსიას წასვლაზე მედია კვლავ ალაპარაკდა, თუმცა, როგორც ირკვევა, სულ ტყუილად.

Sky Sport იტყობინება, რომ დღეს "ნაპოლის" ხელმძღვანელობა აურელიო დი ლაურენტისის მეთაურობით შეიკრიბა და გადაწყვეტილება მიიღო - ისინი რუდი გარსიას ცოტა დროს კიდევ აძლევენ.

როგორც ირკვევა, გარსიას გათავისუფლების საკითხი მინიმუმ მოდევნო სანაკრებო პაუზამდე გადაიდო, რომელიც ნოემბერში იქნება, ხოლო ამასთან ერთად მნიშვნელობა ექნება სერია ა-ს მომდევნო 3 შეხვედრასა და იქ დაფიქსირებულ შედეგებსაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი