"ნერვიულობაც დაეტყო" - როგორ შეაფასა კვარაცხელიას დღევანდელი თამაში სხვადასხვა გამოცემამ? » სპორტის ხაზი

"ნერვიულობაც დაეტყო" - როგორ შეაფასა კვარაცხელიას დღევანდელი თამაში სხვადასხვა გამოცემამ?

"ნერვიულობაც დაეტყო" - როგორ შეაფასა კვარაცხელიას დღევანდელი თამაში სხვადასხვა გამოცემამ?
9-10-2023, 02:38
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელი მატჩი "ფიორენტინას" (მარცხი 1:3) წინააღმდეგ შეაფასა და ქულაც დაუწერა.

"ტუტომერკატოვები" – 6 ქულა: "რთულ მომენტებში ცდილობს თანაგუნდელები მხრებით ატაროს და ეძებს სივრცეს, რომ თავისი თამაშით გავლენა მოახდინოს. უკეთესი იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგზე გადავიდა".

"ევროსპორტი" – 5.5 ქულა: "ცდილობს სწორად იმოქმედოს, მაგრამ განსაკუთრებული კონკრეტული ეფექტი ამას არ ჰქონია".

"კალკიონაპოლი1926" – 5.5 ქულა: "ბევრი დრიბლინგი, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ თამაშზე გავლენის გარეშე. შეგვიძლია მას დავუფასოთ, რომ ხშირად ცდილობდა რაღაცის შექმნას".

"ტუტონაპოლი" – 5.5 ქულა: "კარგად დაიწყო , მაგრამ მალევე აუღეს ალღო, ბოლოს ნერვიულობაც დაეტყო. მატჩის ქაოტურ დასასრულში ის რაღაცის გამოგონებას ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელები ვერ უგებდნენ".

"კალკიომერკატო" – 5.5 ქულა: "გამონათებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თავისუფალი სივრცეები აქვს. თუმცა, მთლიანობაში "ფიორეს" დაცვამ აჯობა. როდესაც მარჯვნივ გადავიდა, უფრო სახიფათო გახდა".


"ნაპოლი" სერია A-ში 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, ლიდერ "მილანთან" ჩამორჩენა 7 ქულამდე გაეზარდა. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "ვერონას" ესტუმრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი