ვინ შეცვლის ოსიმენს - 3 შესაძლო კანდიდატი » სპორტის ხაზი

ვინ შეცვლის ოსიმენს - 3 შესაძლო კანდიდატი

ვინ შეცვლის ოსიმენს - 3 შესაძლო კანდიდატი
8-10-2023, 20:07
Aa Aa
გაზიარება:

დიდია ალბათობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლი" დატოვოს.

როგორც ირკვევა, ნეაპოლელებმა ნიგერიელი ფორვარდის შემცვლელზე მუშაობა დაიწყეს, მათ რადარზე კი 3 ფეხბურთელია.

Calciomercato იტყობინება, რომ "ნაპოლი" გაბრიელ ჟესუსს, ალვარო მორატასა და ჯონათან დავიდის ვარიანტებს განიხილავენ. ჯერჯერობით, არც ერთი მათგანის თაობაზე მოლაპარაკებებიც კი არაა დაწყებული, თუმცა "ნაპოლი" მათ აკვირდება.

ოსიმენს კი მსურველები არ აკლია და "ნაპოლის" შეუძლია ვიქტორი საკმაოდ სარფიანად გაასხვისოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი