"გარსიამ ფავორიტები შეარჩია" - სად არის კვარაცხელია?! » სპორტის ხაზი

"გარსიამ ფავორიტები შეარჩია" - სად არის კვარაცხელია?!

"გარსიამ ფავორიტები შეარჩია" - სად არის კვარაცხელია?!
8-10-2023, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

რუდი გარსია მუდამ იტალიური მედიის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" მისი თავკაცობით სეზონი მძიმედ დაიწყო და ფრანგი სპეციალისტი დიდ ზეწოლას განიცდის.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარსიამ ლიდერების საბჭო შექმნა, რომელშიც ნეაპოლელთა შვიდი ფეხბურთელი შედის. ისინი მოიაზრებიან როგორც გუნდის ლიდერები, რომლებსაც ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, როგორც ურთიერთობის დალაგება, ამავე დროს კომუნიკაციაც ევალებათ.

გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სიაში ვერ ვხედავთ იტალიური გუნდის ორ მთავარ მოთამაშეს - ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს.

"მარიო რუი, ამირ რაჰმანი, ხუან ჟესუსი, ჯოვანი დი ლორენცო, ზამბო ანგისა, პიოტრ ჟელინსკი, ალექს მერეტი" - ასეთია იტალიური მედიის მიერ გამოქვეყნებული სია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი