"კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ" - იტალიელი მსახიობი » სპორტის ხაზი

"კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ" - იტალიელი მსახიობი

"კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ" - იტალიელი მსახიობი
13-04-2023, 13:07
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა მსახიობმა, პაოლა საულინომ Kiss Kiss-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი თავის იტალიელ კოლეგას, ჯორჯო ალბერტაცის შეადარა:

"ხვიჩა კვარაცხელიაზე შეყვარებული ვარ, რადგან ის ჯორჯო ალბერტაცის მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს საკმაოდ იოლად ართმევდა თავს. თუ სკუდეტოს ნაპოლი მოიგებს, საზეიმოდ რამეს აუცილებლად მოვიგონებ, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ცრუმორწმუნე ვარ."

"სადილზე კვარაცხელიასთან ერთად წავიდოდი, რადგან ის იტალიის ჩემპიონატის პრინცია და მიკვირს თუ რა ცოტა გადაიხადეს მასში. მინდა შევაქო დე ლაურენტისი და ჯიუნტოლი. ვგეგმავ, რომ უახლოს პერიოდში ნაპოლის თამაში უშუალოდ ტრიბუნებიდან ვნახო.", - პაოლა საულინო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი