"მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - მაისაშვილი მსაჯობით უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

"მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - მაისაშვილი მსაჯობით უკმაყოფილოა

"მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ეს უნდა ვთქვა" - მაისაშვილი მსაჯობით უკმაყოფილოა
6-10-2023, 18:16
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს ფიჯისთან შეხვედრაში მსაჯობის გამო.

შეხვედრის ინგლისელმა არბიტრმა კარლ დიქსონმა არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და უმეტესად, ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრების საწინააღმდეგოდ ხდებოდა.

"ძალიან არ მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მითუმეტეს, წაგებული მატჩების შემდეგ, თუმცა, ყველასთვის ნათელი იყო და განსაკუთრებით, იმ ხალხისთვის, ვისაც რაგბი კარგად ესმის, რომ თამაშის მიმდინარეობისას არაერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. ბუნებრივია, გვქონდა ამის ანალიზი. რა გითხრათ? ძალიან არ მინდა დავიჯერო, თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი არბიტრისგან მაქვს შეგრძნება, რომ განსხვავებულ მიდგომებს იჩენენ ტიერ 1 და ტიერ 2 გუნდების მსაჯობისას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა ამის დაჯერება, მაგრამ ეს მომენტი ამ თამაშში აშკარად სჩანდა და ჩემთვის კითხვის ნიშნები აშკარად იყო. ნახავდით ლელოს მომენტს, რამდენიმე უხეშობას... თავისთავად, შესაძლოა, ლელო იყო ან არ იყო, უბრალოდ, მომენტი მინიმუმ გადამოწმებას მოითხოვდა". - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი