საბა საზონოვმა "ტორინოს" მაისურით ჩატარებულ მეორე მატჩში ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.
შეხვედრის შემდეგ რენტგენით დადგინდა, რომ ქართველ მცველს მოტეხილობა არ ჰქონდა, თუმცა მისი ტრავმის ზუსტი სიმძიმე ჯერ კიდევ უცნობია.
ტურინული გუნდის პრეზიდენტმა ურბანო კაირომ საზონოვის ტრავმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი "იუვენტუსთან" თამაში სათუოა:
"საზონოვი თავს უკეთესად გრძნობს. მას მოტეხილობა არ აქვს და გუნდთან ერთად სპორტდარბაზში და აუზში ვარჯიშობს, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, მოასწრებს თუ ვერა ტურინულ დერბიმდე გამოჯანმრთელებას", - განაცხადა კაირომ.
"ტორინოსა" და "იუვეს" შეხვედრა 7 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.