ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები უფასოდ უნდა გავუშვათ" » სპორტის ხაზი

ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები უფასოდ უნდა გავუშვათ"

ნიდერლანდელი ჟურნალისტი: "მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები უფასოდ უნდა გავუშვათ"
4-10-2023, 22:11
Aa Aa
გაზიარება:

ამსტერდამის "აიაქსს" ლოკალური მედია გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის გამო მწარედ აკრიტიკებს. ბევრი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს კრახს უწოდებს.

ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა იოჰან დერკსენმა მიქაუტაძე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა:

"თუ ლუი ვან გაალი სერიოზულად მიუდგება საქმეს, მალევე აღმოაჩენს, რომ მის გუნდში 12 ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც გრძელვადიანი კონტრაქტი (2028-წლამდე) აქვს, თუმცა "აიაქსის" სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მიეცით მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების უფლება - მათგან სარგებელს ვეღარ მიიღებთ, თუმცა აღიარეთ კრახი", - წერს იოჰანი.

იმ 12 ფეხბურთელს შორის, რომელმაც "აიაქსმა" ამ ზაფხულში დაიმატა, გიორგი მიქაუტაძეცაა, ხოლო თითქმის ყველა მათგანს 2028-წლამდე აქვს კონტრაქტი, მათ შორის ქართველსაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი