კლოპი "ლივერპული" - "ტოტენჰემის" განმეორებას ითხოვს » სპორტის ხაზი

კლოპი "ლივერპული" - "ტოტენჰემის" განმეორებას ითხოვს

კლოპი "ლივერპული" - "ტოტენჰემის" განმეორებას ითხოვს
4-10-2023, 21:58
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის გასული ტურის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა "ლივერპულსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის შედგა, რომელიც "დეზებმა" მინიმალური სხვაობით მოიგეს.

მერსისაიდულ გრანდს 2 ფეხბურთელი გაუგდეს და ლუის დიასის გოლი გაუუქმეს, რომელიც დღემდე დავის საგანია - ბევრი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას VAR შეცდა და თამაშგარე მდგომარეობა არ იყო.

"ლივერპულის" თავკაცი იურგენ კლოპი ამ მატჩის გადათამაშებას ითხოვს:

"ვსაუბრობ, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი - ჩემი აზრით ეს თამაში უნდა გადათამაშდეს, ესაა ყველაზე სამართლიანი გამოსავალი. სავარაუდოდ, ეს არ მოხდება, რადგან ამის პრეცენდენტი არ გვაქვს, მსგავს რამეს ვერ ვიხსენებ, თუმცა დიახ, ეს სამართლიანი იქნებოდა", - განაცხადა კლოპმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი