ხვიჩა კვარაცხელიამ გამოცემა AS-თან ვრცელ ინტერვიუში მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.
"უდიდესი ტალანტია – საუკეთესო ამ პოზიციაზე. მისი და "რეალის" სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში ჩემთვის საუკეთესო გამოცდილება იქნება – მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი… მთელი შემადგენლობის ჩამოთვლა შეიძლება. ისინი ყველანი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან და მათ დიდ პატივს ვცემ." - ამბობს კვარა.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "რეალს" შორის მეორე მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 30 ნოემბერს ჩატარდება.