"ვნახე კვარაცხელია?" - II Napulegno-ს ემოციური სტატია ხვიჩაზე | ეს უნდა წაიკითხოთ » სპორტის ხაზი

"ვნახე კვარაცხელია?" - II Napulegno-ს ემოციური სტატია ხვიჩაზე | ეს უნდა წაიკითხოთ

"ვნახე კვარაცხელია?" -  II Napulegno-ს ემოციური სტატია ხვიჩაზე | ეს უნდა წაიკითხოთ
17-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური II Napulegno ქართველ შემტევზე ვრცელ და ამავდროულად, უკიდურესად ემოციურ სტატიას აქვეყნებს, რომელიც შემდეგნაირადაა დასათაურებული: "ვნახე კვარაცხელია?"..

"ნეაპოლში თქვენ მარადონას მითით იზრდებით. მარადონა არის ლეგენდა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველთვის ასე დარჩება. მახსოვს, როდესაც ეზოში ბურთს ფეხი პირველად დავარტყი, სწორედ მაშინ გავიგე ფრაზა - ის მარადონაა და მსგავსად ისეთ ბავშვებზე ამბობდნენ, რომლებიც მუდმივად დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდნენ. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მითის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი სმენოდათ, მსგავსი ფრაზა გამოდგებოდა ადამიანების აღსაწერად, რომლებსაც ბურთის სხვებისთვის გადაწოდება არასდროს უნდოდათ. ერთ საღამოს, მამაჩემს ვკითხე თუ რას ნიშნავდა მარადონა, მან კი იმ ულამაზესი ზღაპრის მოყოლა დაიწყო, რაც კი ჩემთვის ოდესმე უთქვამს. ადამიანი, რომელმაც დიეგოს თამაში ნახა, არასდროს მოგიყვება მის შესახებ, ის ხალხს ეკუთვნოდა, თუმცა მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც მარადონას შესახებ ისტორიებს მხოლოდ დიდი აღტაცებითა და შურის ელფერით თუ მოისმენდა. ეს იყო შური, რომელიც მზად გხდიდა 10 წელი დაგეთმო, რათა წარსულში დაბრუნებულიყავი და დიეგოს თამაშისთვის გეყურებინა. ეს ის შურია, რომელიც 80-იანების თაობასაც ექნებოდა და ანალოგიურად, 10 წლის გაღება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სანახავად შეეძლებოდათ. ქართველი თითის წვერებზე სიარულით ჩამოვიდა და თავისი თამაშით რამდენიმე კვირაში მთელი ევროპა დაიპყრო. მოედანზე მისი ყოლა ერთგვარ კომპენსაციის კანონს უნდა შეიცავდეს, რათა მოწინააღმდეგესთან თანაბარი იარაღით ბრძოლა აღდგეს. ხვიჩა კვარაცხელია იმაზე მეტი გამოდგა, ვიდრე ჩვენ, ზაფხულის კადრებზე დაყრდნობით ველოდით. შენ შეგიძლია იხალისო იმით, თუ როგორ მარტივ და სასაცილო მდგომარეობაში აგდებს ის მცველებს, როგორ დაახტუნებს ერთი ადგილიდან მეორეზე. ხვიჩა კვარაცხელიას აქვს ფეხი, რომელსაც ფეხბურთის ხატვა შეუძლია, რაც თანამედროვე ხელოვნებაა, თუმცა ქართველი ამ ყველაფერს ისეთი ბუნებრიობით აკეთებს, იფიქრებ, რომ განსაკუთრებული არც არაფერი გაუკეთებიაო. ამავდროულად, კვარაცხელია უკიდურესად კონკრეტულია და ისეთი თამაშიდანაც შეუძლია სპექტაკლის დადგმა, სადაც მისთვის ყველაფერი რიგზე არაა. ჩვენ, ნეაპოლში ვარსკვლავების თამაშით ვტკბებოდით, პოჩოდან მერტენსამდე, კავანი და იგუაინი, მარეკი, კულიბალი და ასე შემდეგ, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ჩემთვის ყველაზე მეტად შეეფერება იმ 80-იანი წლების ფეხბურთს, რომელიც რომანტიკით იყო გაჟღენთილი. ხვიჩას ინდივიდუალური თამაშის გარდა, წარმატების მიღწევა კოლექტიურ თამაშშიც, ტაქტიკურადაც შეუძლია. კვარაცხელიას ძალუძს, რომ მთელი სტადიონი საკუთარი თამაშით აანთოს და სადავეები ხელში აიღოს. ძალიან მომწონს და აღფრთოვანებული ვარ იმ გრძნობით, რომელიც მაშინ მეუფლება, როდესაც კვარაცხელიას ბურთი ფეხებთან აქვს და არ იცი, თუ რას უნდა მოელოდო. შესაძლოა, რომ ჯერ ადრეა, თუმცა კვარაცხელია ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, ვინც კი ლურჯი მაისურით მინახავს. ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ გული დღეს ჩვენთვის ძლიერად სცემს და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებს ვეტყვით - მე ვნახე კვარაცხელია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი