მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "ნაპოლი" დაამარცხა და შინ 3 ქულით ბრუნდება. მათჩის შემდეგ სამეფო კლუბის მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, პეალტის ეპიზოდზე კომენტარი გააკეთა.
"ამაზე პენალტი არასდროს ინიშნება. ხელი ოდნავ დაფარული იყო, ასეთ კონტაქტზე სასტვენი არ უნდა იყოს, მითუმეტეს ჩემპიონთა ლიგაზე."
"ვალვერდე? აფსურდია იმის თქმა, რომ ეს მერეტის ავტოგოლია. ფედეს წარმოუდგენლად ძლიერი დარტყმა აქვს, გამეცინება იმაზე, თუ იტყვიან, რომ ეს ავტოგოლი იყო." - განაცხადა კარლომ.