დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება, ძირითად შემადგენლობაშია ნეაპოლელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაც.
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, თუ რა ფსონი დადო აღნიშნულ მატჩზე.
ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ილიამ კვარაცხელიას გოლზე 10 ათასი დოლარი დადო და ფოტოს მიაწერა "მარტივი ფული"