როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლივერპულმა" დარვინ ნუნიესი 65 მილიონ ფუნტად გაიფორმა, რაც შესაძლოა, რომ სარეკორდო თანხამდე, კერძოდ 85 მილიონამდეც კი ავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერის ყველა პუნტქი ბოლომდე შესრულდება. გარდა ურუგვაელისა, კლოპის გუნდმა არტურ მელო, ფაბიო კარვალიო და კალვინ რემზიც დაიმატა, თუმცა გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ მათი გუნდი გაძლიერებას კვლავ საჭიროებს.
როგორც პორტუგალიური O Jogo წერს, მერსესაიდელები "ბენფიკას" ორი ტალანტით არიან დაინტერესებულნი. პირველი ფლორენტინო ლუისია, რომელთანაც "ლივერპულმა" პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ფლორენტინომ "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ეს არ აბრკოლებს კლოპის სურვილს, რომ მასში 100 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადოს.