უელსის მწვრთნელი: "გვახსოვს, რაც კარდიფში მოხდა" » სპორტის ხაზი

უელსის მწვრთნელი: "გვახსოვს, რაც კარდიფში მოხდა"

უელსის მწვრთნელი: "გვახსოვს, რაც კარდიფში მოხდა"
3-10-2023, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები უელსთან გამართავს და ერთადერთი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბორჯღალოსნებს ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ და მოგების გარეშე არიან, უელსელები მოახლოებულ შეხვედრას დიდ ყურადღებას აქცევენ და სრულად მობილიზებულნი არიან.

უელსის შეტევის მწვრთნელმა ალექს კინგმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა:

"ნათელია, რომ ამ მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში იმ სტანდარტებს შევინარჩუნებთ, რომელიც დავაწესეთ და უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ.

კარგად გვაქვს გააზრებული საქართველოს ნაკრების საფრთხე, 11 თვის წინ მათ კარდიფში მოგვიგეს და ეს კარგად გვახსოვს. ის თამაში, რაც ქართველებმა ფიჯისთან აჩვენეს, მოდუნების საშუალებას არ იძლევა",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.