შოთა არველაძე თურქულ კლუბს გაწვრთნის? - მოლაპარაკებები იწყება » სპორტის ხაზი

შოთა არველაძე თურქულ კლუბს გაწვრთნის? - მოლაპარაკებები იწყება

შოთა არველაძე თურქულ კლუბს გაწვრთნის? - მოლაპარაკებები იწყება
3-10-2023, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

"ჰალ სიტიდან" წამოსვლის შემდეგ შოთა არველაძე ჯერ კიდვ ვაკანტურია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი სპეციალისტი შეიძლება "სამსუნსპორის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. ცოტა ხნის წინ თურქულმა კლუბმა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ჰუსეინ ეროღლუ გაათავისუფლა და ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

თურქული მედია იტყობინება, რომ რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ "სამსუნსპორტი" არველაძეს დაუკავშირდა და შეთანხმებასთან ახლოსაც არის.

როგორც ირკვევა, ახალი მწვრთნელის ვინაობას "სამსუნსპორი" "რიზესპორთან" მატჩამდე გაგვაცნობს, ხოლო დიდია ალბათობა, რომ ეს 50 წლის ქართველი სპეციალისტი იყოს.

ცნობისთვის, არველაძეს საფეხბურთო კარიერაში თურქეთში უთამაშია და მას კარგად იცნობენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.