მოტეხილობა არ არის - საზონოვი მძიმე ტრავმას გადაურჩა?! » სპორტის ხაზი

მოტეხილობა არ არის - საზონოვი მძიმე ტრავმას გადაურჩა?!

მოტეხილობა არ არის - საზონოვი მძიმე ტრავმას გადაურჩა?!
3-10-2023, 12:23
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვმა "ტორინოში" სადებიუტო მატჩი რამდენიმე დღის წინ "ლაციოსთან" ჩაატარა.

გუშინ ქართველი მცველი "უდინეზეს" წინააღმდეგ უკვე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა, სამწუხაროდ, საზონოვმა ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ტურინული გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა საზონოვის შესახებ ისაუბრა:

"დღეს საშუალება მქონდა, საზონოვი სამ მცველიან ტაქტიკაში დამეყენებინა, რაც "ლაციოსთან" არ გამოვიდა.

რაც შეეხება მის ტრავმას, საზონოვს სრული გამოკვლევა არ ჩატარებია, თუმცა რენტგენის შემდეგ დადგინდა, რომ მოტეხილობა არ არის, რაც უკვე მნიშვნელოვანი სიახლეა. მისი ფეხი შეშუპებულია, თუმცა მოტეხილობა არაა და ეს კარგია",
- განაცხადა იურიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.