VIDEO: "ფრთხილად იყავი ხვიჩა" - რუდიგერის მომენტი სოციალურ ქსელებს იპყრობს » სპორტის ხაზი

VIDEO: "ფრთხილად იყავი ხვიჩა" - რუდიგერის მომენტი სოციალურ ქსელებს იპყრობს

VIDEO: "ფრთხილად იყავი ხვიჩა" - რუდიგერის მომენტი სოციალურ ქსელებს იპყრობს
3-10-2023, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალმა" "ჟირონა" 3-0 დაამარცხა. აღნიშნული მატჩიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება სამეფო კლუბის გერმანელი მცველის, ტონი რუდიგერის, მომენტი, რამაც "ბლანკოსის" გულშემატკივრები "ნაპოლისთან" მატჩამდე შეაგულიანა.

რუდიგერი მეტოქე გუნდის გარემარბს ეუხეშა, თუმცა ეს ძალიან უცნაურად გააკეთა, რაც ვიდეოშიც ნათლად ჩანს. ეს მომენტი კი მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებმა აიტაცეს.

შეგახსენებთ "დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 23:00-ზე "პარტენოპეი" "ბლანკოსს" უმასპინძლებს.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი