სამწუხარო სიახლე - საზონოვმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა » სპორტის ხაზი

სამწუხარო სიახლე - საზონოვმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა

სამწუხარო სიახლე - საზონოვმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა
2-10-2023, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

საბა საზონოვმა "ტორინოში" სადებიუტო მატჩი რამდენიმე დღის წინ "ლაციოსთან" ჩაატარა.

დღეს ქართველი მცველი უკვე სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენებურმა მოთამაშემ ტრავმის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა.

მატჩის 27-ე წუთზე საზონოვმა მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ ტრავმა მან უკონტაქტოდ მიიღო - საზონოვისთვის არც განზრახ და არც უნებლიედ არავის ჩაურტყამს.

საზონოვის ტრავმაზე უფრო მეტი ინფორმაცია მატჩის შემდეგ გვეცოდინება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი