ბასილაშვილი: "6 წელი ტკივილით ვთამაშობდი" » სპორტის ხაზი

ბასილაშვილი: "6 წელი ტკივილით ვთამაშობდი"

ბასილაშვილი: "6 წელი ტკივილით ვთამაშობდი"
2-10-2023, 22:06
Aa Aa
გაზიარება:

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბოლო რამდენიმე წელი სპორტული თვალსაზრისით ძალიან წარუმატებელია, რაც მის რეიტინგზეც აისახა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და კორტზე დაბრუნების თარიღიც დაასახელა:

"დაახლოებით 6 წელი იდაყვის ტკივილით ვითამაშე. 2019 წელს ოპერაცია გავიკეთე, რომელმაც შედეგი არ გამოიღო, ერთი პერიოდი იდაყვი ისე მტკიოდა, რომ ჩაწოდების მანერაც შევცვალე, თუმცა არც ამან მიშველა, ბოლოს კი ვეღარც ვაწვდიდი.

ამ მიზეზით მიმდინარე წლის მაისში 2 ოპერაცია გავიკეთე, რეაბილიტაციის პროცესი თითქმის გავიარე და 1 თვეა სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, კორტზე კი სულ მალე დავბრუნდები. ეს დრო ფიზიკურ კონდიციებში დაბრუნებას დავახარჯე",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი