ვიქტორ ოსიმენი კვლავ უხასიათოდაა. ნიგერიელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი ერთი შეხედვით ამოიწურა, მაგრამ თუ სხვადასხვა იტალიურ მედიას დავუჯერებთ, აფრიკელი ვარჯიშებზე არც კი იღიმება.
„რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ოსიმენი უხასიათოდ არის, არ იღიმება და რეალურად ამ მდგომარეობის შეცვლა არ სურს. მის თვალებში სევდამ დაისადგურა. გატანილი გოლის შემდეგაც კი მის სახეზე ბედნიერებას ვერ ვამჩნევთ. თანაგუნდელების რეაქცია? ისინი ამ ყველაფერს ეგუებიან და ვერაფერს ცვლიან.
მეტიც, ეს ყველაფერი გუნდელების განწყობას აფუჭებს. ვიქტორი კი შეცვლას არ ფიქრობს. არავინ იცის, სადამდე მივა ეს სიტუაცია. ოსიმენი მუდმივი ბრაზით ცხოვრობს.“
ნეაპოლელთა თავკაცი რუდი გარსია, ნებისმიერი პრესკონფერენციის დროს ნიგერიელ თავდამსხმელზე ცდილობს დადებითად საუბარსა და სიტუაციის დამშვიდებას.