ყოფილი თანაგუნდელი: "სლუცკისა და ხვიჩას შორის ეს პრობლემები იყო" » სპორტის ხაზი

ყოფილი თანაგუნდელი: "სლუცკისა და ხვიჩას შორის ეს პრობლემები იყო"

ყოფილი თანაგუნდელი: "სლუცკისა და ხვიჩას შორის ეს პრობლემები იყო"
2-10-2023, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმდე" კარიერის საუკეთესო წლები ყაზანის "რუბინში" ჰქონდა. სწორედ რუსული კლუბის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის მიიჩნევენ ქართველი გარემარბის ერთ-ერთ მთავარ დამხმარედ.

კვარაცხელიას ყოფილმა გუნდელმა, ჯორჯ დესპოტოჩიმა, ამ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელები მხოლოდ იბადებიან:

"როდესაც გამორჩეული ფეხბურთელი გრანდში გადადის, მწვრთნელები ამბობენ, რომ ეს მათი დამსახურებაა, მათ აღმოაჩინეს, განავითარეს და აღზარდეს ფეხბურთელი.

კვარაცხელიას შემთხვევაში მე ვხედავდი, რომ ლეონიდ სლუცკისა და ხვიჩას შორის პირველ სეზონში იყო პრობლემები, ხოლო ქართველისთვის ეს საშინელი წელი იყო.

სლუცკი ამბობს, რომ კვარა მან გაზარდა, თუმცა ხვიჩას ნაირ ფეხბურთელს ვერ გაზრდი, ასეთები მხოლოდ იბადებიან! კვარას შემთხვევაში მე ამას პირველივე ვარჯიშზე მივხვდი"
, - განაცხადა დესპოტოვიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი