3 ქართველ მორაგბეს ოპერაცია დასჭირდება » სპორტის ხაზი

3 ქართველ მორაგბეს ოპერაცია დასჭირდება

3 ქართველ მორაგბეს ოპერაცია დასჭირდება
2-10-2023, 18:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერჯერობით მოგების გარეშეა, დასკვნითი შეხვედრა ბორჯღალოსნებს უელსის ნაკრებთან რჩება.

ლევან მაისაშვილის გუნდის ისედაც არც თუ ისე სახარბიელო სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს 3 მორაგბის ტრავმა.

რაგბის ნაკრების მთავარი ექიმის, ნუცა შამათავას თქმით, სერიოზული ტრავმები აქვთ ლაშა ჯაიანს, თენგიზ ზამთარაძესა და მირიან მოდებაძეს, რომლებსაც სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვთ და ოპერაციებს საჭიროებენ.

კიდევ ერთი ტრავმირებული ლუკა ივანიშვილია, რომელმაც ფიჯისთან უმძიმეს მარცხში ტვინის შერყევა მიიღო.

მომდევნო შეხვედრას ქართველები 7 ოქტომბერს გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.