ბასილაშვილის დიდი რეგრესი - რომელ ადგილს იკავებს რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი? » სპორტის ხაზი

ბასილაშვილის დიდი რეგრესი - რომელ ადგილს იკავებს რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი?

ბასილაშვილის დიდი რეგრესი - რომელ ადგილს იკავებს რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელი?
2-10-2023, 17:53
Aa Aa
გაზიარება:

31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც მაისის შემდეგ ტრავმის გამო არ უასპარეზია, რეიტინგში კატასტროფულ რეგრესს განაგრძობს.

განახლებულ პოზიციებში, ქართველმა კიდევ 39 ადგილით დაიხია უკან და ახლანდელი მონაცემებით 396-ე ადგილს იკავებს.

ბასილაშვილს ამაზე უარესი მაჩვენებელი უკვე შორეულ 2014 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც მსოფლიოს 443-ე ჩოგანი იყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკასთვის საუკეთესო მაჩვენებელია რეიტინგის მე-16 პოზიცია გახლდათ.

ბასილაშვილი ზედიზედ 8 მატჩში დამარცხდა, ივნისში იდაყვის ოპერაცია გაიკეთა და მას მერე საჩოგბურთო კორტზე აღარ გვინახავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი