ჯუნტოლი: "ომის გარეშე კვარაცხელიას ტრანსფერი არ შედგებოდა" » სპორტის ხაზი

ჯუნტოლი: "ომის გარეშე კვარაცხელიას ტრანსფერი არ შედგებოდა"

ჯუნტოლი: "ომის გარეშე კვარაცხელიას ტრანსფერი არ შედგებოდა"
30-09-2023, 18:57
Aa Aa
გაზიარება:

გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი ხვიჩა კვარაცხელიას 10 მილიონად გაფორმება იყო, ამის მთავარი შემოქმედი კი "ნაპოლის" ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი იყო.

La Repubblica-სთან ინტერვიუში ჯუნტოლიმ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კი ქართველი ვარსკვლავისა და ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერები გაიხსენა:

"დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის და რთულია, ფეხბურთელები სხვაზე იაფად ჩაიგდო ხელში. ჩემი "ნაპოლიში" მუშაობისას რამდენიმე გარემოება ისე დაემთხვა, რომ კარგი ტრანსფერების გაკეთებაში ხელი შემიწყო.

რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, ხვიჩა კვარაცხელიას ასე იაფად ვერანაირად ვერ ვიყიდდით. ამავეს თქმა შეიძლება ვიქტორ ოსიმენზე - რომ არა პანდემია და შეწყვეტილი სეზონი, ალბათ ოსიმენი 30 გოლს გაიტანდა სეზონში და პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდში წავიდოდა",
- განაცხადა ჯუნტოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი