"ჩვენზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამას აქვს" - ანჩელოტი » სპორტის ხაზი

"ჩვენზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამას აქვს" - ანჩელოტი

"ჩვენზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ ამას აქვს" - ანჩელოტი
30-09-2023, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

ლა ლიგას "ჟირონას" სახით მოულოდნელი ლიდერი ჰყავს, რომელსაც მადრიდის "რეალი" მინიმალური სხვაობით ჩამორჩება და ეს გუნდები ერთმანეთს,სულ მალე, 30 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა:

"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რასაც სატურნირო ცხრილი ამბობს. პირველ შეხვედრებში "ჟირონას" სხვა გუნდებზე უკეთესი შედეგი აქვს. ამას პატივისცემით ვეკიდებით. "ჟირონას" ბრძოლის უნარი გააჩნია.

მათ სერიოზული უპირატესობა აქვთ - გუნდი ევროთასებზე არ მონაწილეობს, ამიტომ მატჩებისთვის კარგად ემზადება.

ყველაზე მეტად გუნდებზე გავლენას ნაკრებების თამაშები ახდენს. გვაქვს ტრავმები და დაღლილობა"
- განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი