გუცაევი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემი რეალ მადრიდში ტრანსფერი არ შედგა" » სპორტის ხაზი

გუცაევი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემი რეალ მადრიდში ტრანსფერი არ შედგა"

გუცაევი: "ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩემი რეალ მადრიდში ტრანსფერი არ შედგა"
28-09-2023, 23:12
Aa Aa
გაზიარება:

იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემა "საქართველოს დაბადებაში" ლეგენდალურმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა მადრიდის "რეალში" ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

"ამხანაგური ტურნირებიდან ყველაზე პრესტიჟული მადრიდის ტურნირი იყო, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუს სახელს ატარებდა. "სამეფო კლუბი" ყველა ფეხბურთელის ოცნება იყო, ამაზე მაღალი დონე უბრალოდ არ არსებობდა.

ტურნირი რომ მორჩა, თარჯიმანმა მითხრა, რაღაც პრიზი უნდა გადმოგცენო. თავიდან გამიკვირდა, არ დავიჯერე, თუმცა ოთახში ასულს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული გადმომცეს.

სასტუმროში ჟურნალისტებმა პრესკონფერენცია გამართეს, ხოლო სასტუმროში, სადაც ჩვენთან ერთად მიუნხენის "ბაიერნი" იყო, მედიის წარმომადგენლებმა მხოლოდ მე და რამაზ შენგელია დაგვიბარეს.

სასტუმროში "რეალის" წარმომადგენლებსაც შევხვდი, შეხვედრას ნოდარ ახალკაცი და KGB-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ თარჯიმანმა მითხრა, "რეალი" კონტრაქტს გთავაზობდა, მხოლოდ ხელის მოწერა აკლდა, მაგრამ თქვენებმა უარი უთხრესო. ეს ლეგენდა არაა, ნამდვილია
", - თქვა გუცაევმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი