ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა კვარაცხელიას თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს მიმართა, რომელსაც "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
”ვიქტორ, შეწყვიტე საკუთარი თავის მიმართ ასეთი საშინელი დამოკიდებულების მოთმენა. ჯობია პრემიერ ლიგაში, თუნდაც "არსენალში" წახვიდე“, - განაცხადა ინგლისელმა ჟურნალისტმა
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოსიმენსა და ნეაპოლურ გუნდს შორის კონფლიქტის შესახებ, კლუბის სოციალურ ქსელებში ნიგერიელის შესახებ დამცინავი ვიდეოს გამოქვეყნების გამო.