თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი დინამო ბათუმს - რა განცხადებას ავრცელებს აჭარული კლუბი » სპორტის ხაზი

თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი დინამო ბათუმს - რა განცხადებას ავრცელებს აჭარული კლუბი

თორნიკე რიჟვაძის საჩუქარი დინამო ბათუმს - რა განცხადებას ავრცელებს აჭარული კლუბი
27-09-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

აჭარის მთავრობის თავჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, მომდევნო წლების განმავლობაში ბათუმის დინამო ბათუმის ცენტრალური სტადიონით უსასყიდლოთ ისარგებლებს.

"დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩვენი კლუბის მომავალი განვითარებისთვის მიღებული უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა:

თორნიკე რიჟვაძე: „მსურს გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ბათუმის დინამოს ხელშეწყობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ცენტრალური სტადიონით გუნდი ისარგებლებს უსასყიდლოდ შემდეგი წლების განმავლობაში და მე მათ ვუსურვებ წარმატებებს“

კლუბის სახელით მადლობას ვუხდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის
", - წერია განცხადებაში, რომელსაც კლუბი ავრცელებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.