ვაკო გვილია დინამო ბათუმში? - დემჩენკოს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

ვაკო გვილია დინამო ბათუმში? - დემჩენკოს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე

ვაკო გვილია დინამო ბათუმში? - დემჩენკოს კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე
27-09-2023, 18:01
Aa Aa
გაზიარება:

დინამო ბათუმის უკრაინელი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო Geo Team-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მათ შორის ვაკო გვილია ბათუმურ კლუბში შესაძლო ტრანსფერზეც, რომელთანაც წარსულში მუშაობის გამოცდილება აქვს.

"ვაკოს დიდი ხანია რაც ვიცნობ - როცა ის აღმოვაჩინეთ, მე და ბიძაჩემი ლუგანსკში ვიყავით ერთად, შემდეგ კი ზაპოროჟიეში წამოვიყვანო. მასთა მუშაობის დაწყებისას, ალბათ 15 თუ 16 წლის იყო.

მალევე წამყვან ფეხბურთელად და კაპიტნად ჩამოყალიბდა, ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა. შემიძლია მას მეგა პროფესიონალი ვუწოდო, როგორი ტიპის ფეხბურთელებიც თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია.

მან მოახერხა და საქართველოს ნაკრებში ძალიან მაგარი მატჩები ჩაატარა, რაც თავიდან ბოლომდე მისი შრომის შედეგია. ახალგაზრდებს შეუძლიათ გვილიასგან ისწავლონ თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი.

რაც შეეხება მის ბათუმში ტრანსფერს - ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ ვარიანტს. გვილიას პოზიციაზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც კარგად თამაშობენ, თუმცა შევხედავთ რა სიტუაცია იქნება ზამთარში და დავფიქრდებით.

კონკრეტულს არაფერს ვამბობ - უბრალოდ გავაანალიზებთ ყველა ასპექტს და თუ კი გვილია კვლავ თავისუფალი აგენტი იქნება, მას აუცილებლად შევეხმიანებით
", - განაცხადა დემჩენკომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.