"არასწორი ქცევაა" - კასანო კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"არასწორი ქცევაა" - კასანო კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

"არასწორი ქცევაა" - კასანო კვარაცხელიას გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრობს
27-09-2023, 00:04
Aa Aa
გაზიარება:

გამოცდილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა. როგორც იგი ამბობს, დე ლაურენტისი ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებაში ძალიან ცუდად იქცევა, რადგან მასთან ხელფასის მომატებაზე მოლაპარაკებებს სხვადასხვა ხრიკებით "თავიდან იშორებს"

"ნაპოლის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი კვარაა. პრეზიდენტი მასთან არასწორად იქცევა, რადგან მოლაპარაკებებს აჭიანურებს. გასულ სეზონში ხვიჩა საუკეთესოებში იყო, "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტში მოხვდა, მაგრამ დე ლაურენტისი ცბიერია და შედეგიც სახეზეა. რაც შეეხება ოსიმენს, მას შეუძლია 15 თვეში სხვა კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს. დე ლაურენტის ხელფასის მომატება არც მისთვის სურს".

კასანომ კომენტარი ნაპოლის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიაზეც გააკეთა: "ოსიმენის ჟესტის შემდეგ, გარსიამ ავტორიტეტი დაკარგა. მას ერთ-ერთმა მოთამაშემ მსოფლიოს წინაშე უთხრა, რომ 2 თავდამსხმელით ეთამაშა. ეს კვარასგან განსხვავებული ჟესტი იყო, ეს რაღაც სხვაა. ახლა გარსია ოსიმენს ან შემადგენლობას ჩამოაშორებს, ან გამოდის, რომ ის გუნდში არაფერს წარმოადგენს".
- განაცხადა კასანომ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი