"მათ ეს ყოველივე დაიმსახურეს" - მსოფლიო ჩემპიონი კვარაცხელიასა და ოსიმენზე » სპორტის ხაზი

"მათ ეს ყოველივე დაიმსახურეს" - მსოფლიო ჩემპიონი კვარაცხელიასა და ოსიმენზე

"მათ ეს ყოველივე დაიმსახურეს" - მსოფლიო ჩემპიონი კვარაცხელიასა და ოსიმენზე
26-09-2023, 23:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელმა მსოფლიო ჩემპიონმა ფულვიო კოლოვატიმ "ნაპოლის" წარუმატებელ სტარტზე ინტერვიუში ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი შეცვლებისას უკმაყოფილების გამოხატვის გამო გააკრიტიკა:

"რუდი გარსიას ჩემპიონატის კარგი დასაწყისი არ გამოუვიდა. სიტუაციას ზოგიერთი ფეხბურთელის ნერვული მდგომარეობა ართულებს. როდესაც ორი თვის წინ "ნაპოლში" ახალი მთავარი მწვრთნელის არჩევაზე მიდგა საკითხი, გასაგები იყო, რომ ლუჩანო სპალეტის ნებისმიერი მემკვიდრე სირთულეებს გადააწყდებოდა. გასულ სეზონში სკუდეტო 16 ქულის უპირატესობით მოიგეს. ეს რაღაც ისტორიული და განუმეორებელი იყო.

კვარაცხელიასა და ოსიმენს იმის გამო, როგორც მოიქცნენ, 3-4 თამაშით სათადარიგოთა შორის დავტოვებდი. როგორ ბედავენ გარსიას არჩევანის განხილვას? მწვრთნელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც უნდა, შემდეგ კი შეცდომის შემთხვევაში პასუხისმგებელი იქნება.

ანგისაც არაა ფორმაში, ხოლო ლობოტკა მოედანზე დადის. არის მოტივაციის პრობლემა და ზოგიერთ ფეხბურთელს ინდივიდუალობის გამოვლინება მართებს. მწვრთნელს თავისი ვალდებულებები გააჩნია, მაგრამ ისეთმა ელემენტებმა, როგორიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან, გადაცემათა კოლოფი უნდა გადართონ".
- განაცხადა 66 წლის იტალიელმა მსოფლიო ჩემპიონმა, რომელსაც მისი კარიერის მანძილზე "მილანში", "ინტერში", "რომაში","უდინეზესა" და "ჯენოაში" უასპარეზია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი