"სრული სიცრუეა", - ნეიმარის პასუხი მწვრთნელის გათავისუფლების მოთხოვნაზე » სპორტის ხაზი

"სრული სიცრუეა", - ნეიმარის პასუხი მწვრთნელის გათავისუფლების მოთხოვნაზე

"სრული სიცრუეა", - ნეიმარის პასუხი მწვრთნელის გათავისუფლების მოთხოვნაზე
26-09-2023, 12:06
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს "ალ ჰილალის" მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუსთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა და ხელმძღვანელობას მის გათავისუფლებას თხოვდა.

31 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას მოუწოდებს, მსგავსი ცნობების გავრცელებას შეეშვას:

"ეს დიდი სისულელე და ტყუილია. გვერდები, რომლებიც ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ მილიონობით გამომწერი ჰყავთ და ისინი შეცდომაში შეჰყავთ, ამიტომ მათ მოვუწოდებ, რომ შეწყვიტონ ამის გაკეთება. ეს დიდი უპატივცემულობაა", - წერს ნეიმარი.

ცნობისთვის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნეიმარმა და ჟეზუსმა გასახდელში იჩხუბეს, რის შემდეგაც ბრაზილიელმა მისი გათავისუფლება მოითხოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი