"მას წარმოუდგენელი ნიჭი და გამაგიჟებელი ხარისხი აქვს" - ჯაკომო რასპადორი ხვიჩაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მას წარმოუდგენელი ნიჭი და გამაგიჟებელი ხარისხი აქვს" - ჯაკომო რასპადორი ხვიჩაზე საუბრობს

"მას წარმოუდგენელი ნიჭი და გამაგიჟებელი ხარისხი აქვს" - ჯაკომო რასპადორი ხვიჩაზე საუბრობს
17-10-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი პარტენოპეის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯაკომო რასპადორიმ გააკეთა, რომელმაც განაცხადა:

"ბოლონიამ” შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვების მოპოვება გაგვიჭირდა. ეს არ იყო იოლი მატჩი და ამიტომ, ამ მოგებით ბედნიერები ვართ. ასეთი მატჩები ენთუზიაზმს გვაძლევს.

“რომასთან მატჩისთვის მოსამზადებლად რამდენიმე დღე გვაქვს. ყველა შეხვედრას ისე ვუყურებთ, როგორც ფინალს და გვსურს შემდეგ დუელშიც გავიმარჯვოთ.

რაც შეეხება კვარას, მას წარმოუდგენელი ნიჭი და გამაგიჟებელი ხარისხი აქვს. ამავე დროს, ის ძალიან კარგი ბიჭია. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ თანაგუნდელებს მათი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლინებაში დავეხმაროთ და ეს განსხვავებას ქმნის”
– განაცხადა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი