გუშინ, იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში ნაპოლი სტუმრად ბოლონიას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
რუდი გარსიამ ამ სეზონში პირველად, მატჩის 86-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენიც შეცვალა, რაზეც ნიგერიელ ფორვარდს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და ეს საჯაროდაც გამოხატა.
როგორც დღეს ადგილობრივ მედიაში დაიწერა, ოსიმენმა გუშინდელი ინციდენტის გამო დღევანდელ ვარჯიშზე თანაგუნდელებს და მთავარ მწვრთნელს ბოდიში მოუხადა.
რაც შეეხება რუდი გარსიას საკითხს, ნაპოლის პრეზიდენტი დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს ჯერჯერობით სრულ ნდობას უცხადებს და მის გათავისუფლებას არ განიხილავს.