"შტურმის" დირექტორი: "ვნახოთ, რა მოხდება კიტეიშვილის კონტრაქტზე" » სპორტის ხაზი

"შტურმის" დირექტორი: "ვნახოთ, რა მოხდება კიტეიშვილის კონტრაქტზე"

"შტურმის" დირექტორი: "ვნახოთ, რა მოხდება კიტეიშვილის კონტრაქტზე"
25-09-2023, 19:21
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის დასრულების შემდეგ ოთარ კიტეიშვილის "შტურმთან" კონტრაქტი ამოიწურება.

ავსტრიული გუნდის დირექტორმა ანდრიას შიკერმა Sky Sport-თან საუბრისას განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების პროცესი მალე დაიწყება:

"ფეხბურთელებთანაც და სტაფის წევრებთანაც ახალ კონტრაქტებზე მუშაობას მალე დავიწყებთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოლაპარაკებები. ისინი კლუბისთვის მნიშვნელოვანი წევრები არიან. კიტეიშვილი წლებია, ჩვენს გუნდშია და სტაბილურად მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენთვის სამივე ფეხბურთელი საკვანძოა", - განაცხადა მან.

მიმდინარე სეზონი კიტეიშვილისთვის ბრწყინვალედ დაიწყო - ჩატარებულ 8 შეხვედრაში ოთარმა 2 გოლი და 3 ასისტი გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი