კაცი, რომელმაც გუნდში მიქაუტაძე მიიყვანა, გუნდიდან გაუშვეს. » სპორტის ხაზი

კაცი, რომელმაც გუნდში მიქაუტაძე მიიყვანა, გუნდიდან გაუშვეს.

კაცი, რომელმაც გუნდში მიქაუტაძე მიიყვანა, გუნდიდან გაუშვეს.
25-09-2023, 16:39
Aa Aa
გაზიარება:

"აიაქსში" სრული ქაოსია.

ამსტერდამული კლუბი სპორტული დირექტორის - სვენ მისლინტატის განთავისუფლების მიზეზად ნდობის დაკარგვას ასახელებს.

“სხვადასხვა მცდელობებმა, რომ მდგომარეობა გამოსწორებულიყო, შედეგი არ გამოიღო, რამაც კლუბში მღელვარება გაზარდა. სწორედ ამის შედეგია სპორტული წარუმატებლობებიც,” - ვკითხულობთ აიაქსის ვებგვერდზე.

სწორედ მისლინტატის სახელს უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერიც - საქართველოს ნაკრების შემტევი "აიაქსში" სწორედ მისი მოთხოვნის შედეგად მიიყვანეს.

ზაფხულში მისლინტატმა 109 მილიონი ევრო დახარჯა, ფეხბურთელების გაყიდვით კი აიაქსმა 156 მილიონი გამოიმუშავა.

მისლინტატს ფეხბურთელებში დიდი თანხის გადახდის გამო აკრიტიკებდნენ და ბრალს არაპროფესიონალიზმში სდებდნენ.

ამსტერდამელთა ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ბოლო ორი თამაშია სრულ მატჩებს სათადარიგოზე ატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი