ქეცბაია: "ამ ჯგუფში საქართველოს შეიძლება ჯგუფიდან გასვლისთვისაც ებრძოლა" » სპორტის ხაზი

ქეცბაია: "ამ ჯგუფში საქართველოს შეიძლება ჯგუფიდან გასვლისთვისაც ებრძოლა"

ქეცბაია: "ამ ჯგუფში საქართველოს შეიძლება ჯგუფიდან გასვლისთვისაც ებრძოლა"
23-09-2023, 16:49
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ ქეცბაიას კვიპროსი საქართველოს ჯგუფში მოხვდა, ხოლო ჩვენებურებს ერთადერთი გამარჯვება სწორედ მათ წინააღმდეგ აქვთ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრების მდგომარეობა არც თუ ისე საგანგაშოა. ჩემი აზრით, მაგალითად, ყაზახეთის ჯგუფში რომ მოხვედრილიყვნენ, შეიძლება გასვლისთვისაც ებრძოლათ. ცხადია, სავსე ტრიბუნის თვალწინ 7-1 მარცხი ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს შეიძლება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად შეიძლება გამოიყენონ.

ქართველებს ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც პერსპექტიულები არიან და ეჭვი არ მეპარება, არაერთხელ გაახარებენ ქართველ გულშემატკივარსაც.

მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთი შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც მოხვდეს, მის ნაცვლად შედარებით სუსტი გუნდი ჩაჯდება. ამიტომ, ვითარება არც ისე კრიზისულია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი