"მისთვის ეს არ უნდა გახდეს აკვიატება", - გარსიას მორიგი კომენტარი ხვიჩაზე » სპორტის ხაზი

"მისთვის ეს არ უნდა გახდეს აკვიატება", - გარსიას მორიგი კომენტარი ხვიჩაზე

"მისთვის ეს არ უნდა გახდეს აკვიატება", - გარსიას მორიგი კომენტარი ხვიჩაზე
23-09-2023, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მომდევნო ტურში "ნაპოლის" მეტოქე "ბოლონია" იქნება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე რუდი გარსიამ მედიის კითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ შეეხო ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც:

"იმედი მაქვს, ხვიჩა კვარაცხელიას უგოლო სერია მალე მორჩება, მაგრამ ეს მისთვის აკვიატება და მთავარი საზრუნავი არ უნდა გახდეს, თორემ უფრო გაიჭირდება გატანა.

მან თავისი თამაში უნდა ითამაშოს, ცივი გონებით, სიამოვნება მიიღოს პროცესით, უნდა იმუშავოს შეტევაშიც და დაცვაშიც. ეს ეხება ყველას, ასე მოვა შედეგი", -
განაცხადა გარსიამ.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე მხოლოდ 1 ასისტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი