"ამაში გამოვიყენე უქმად ყოფნის პერიოდი" - ნაგელსმანმა ბაიერნიდან წასვლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ამაში გამოვიყენე უქმად ყოფნის პერიოდი" - ნაგელსმანმა ბაიერნიდან წასვლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა

"ამაში გამოვიყენე უქმად ყოფნის პერიოდი" - ნაგელსმანმა ბაიერნიდან წასვლის შემდგომ პერიოდზე ისაუბრა
22-09-2023, 19:03
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, იულიან ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრები ოფიციალურად ჩაიბარა - 36 წლის სპეციალისტმა გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულის ბოლომდე გააფორმა.

ნაკრებში მოსვლისთანავე ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთანაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის ის პერიოდიც გაიხსენა, როცა ბაიერნიდან წავიდა და უმუშევარი იყო.

"რამდენიმე შვებულება მოვიწყე და დრო ოჯახთან ერთად გავატარე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი და მოტივაცია სამუშაოდ. სამსახურის გარეშე ყოფნის პერიოდი იმისთვის გამოვიყენე, რომ პირადი საქმეები დამელაგებინა, სხვა დროს (როცა ვმუშაობ) საამისოდ დრო არ მრჩება.

დრო მქონდა იმის გასაანალიზებლად თუ რას ვაკეთებდი კარგად ბაიერნში და რას ცუდად - მინდა გავაუმჯობესო საკუთარი თავი და უკეთესი მწვრთნელი გავხდე
", - განაცხადა ნაგელსმანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი