"ასე არ შეიძლება, ხვიჩას ადგილას მე გასახდელს დავანგრევდი", - კასანომ ქართველი დაიცვა » სპორტის ხაზი

"ასე არ შეიძლება, ხვიჩას ადგილას მე გასახდელს დავანგრევდი", - კასანომ ქართველი დაიცვა

"ასე არ შეიძლება, ხვიჩას ადგილას მე გასახდელს დავანგრევდი", - კასანომ ქართველი დაიცვა
22-09-2023, 18:08
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ნაპოლის პრობლემებზე ისაუბრა და ფაქტი ხვიჩა კვარაცხელიას და მთავარ მწვრთნელს შორის არსებულ "კონფლიქტსაც" გაუსვა.

"ნაპოლი დაცვაში ძალიან ცუდად თამაშობს, მაგრამ არსებობს სხვა ორი ყველაზე დიდი პრობლემა: ერთი ლობოტკაა, რომელიც შარშან ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, წელს კი გარსიასთან ისეთ ფორმაში ვეღარ არის.

რაც შეეხება ხვიჩას, მას შეცვლაზე რეაქცია ჰქონდა, რასაც სპალეტისთან არ აკეთებდა ხოლმე. ნაპოლი ანარქიული გუნდი გახდა - ყველაზე სკანდალური კი მაინც დე ლაურენტისის განცხადება მგონია, რომელმაც კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებებს სისულელე უწოდა.

პირადად მე ხვიჩას ადგილას გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს მადრიდის რეალში გავაკეთე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ კარგი ბიჭია
", - განაცხადა კასანომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი