VIDEO: ლობჟანიძის მესამე გოლი MLS-ში - ატლანტამ ფრე ითამაშა » სპორტის ხაზი

VIDEO: ლობჟანიძის მესამე გოლი MLS-ში - ატლანტამ ფრე ითამაშა

VIDEO: ლობჟანიძის მესამე გოლი MLS-ში - ატლანტამ ფრე ითამაშა
21-09-2023, 08:56
Aa Aa
გაზიარება:

საბა ლობჟანიძემ MLS-ში უკვე მესამე გოლის გატანა შეძლო. ქართველის "ატლანტა იუნაიტედი" გასვლაზე "დისი იუნაიტედს" დაუპირისპირდა.

საბამ თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ მე-14 წუთზე თავი გოლით გამოიჩინა, მაგრამ მისმა გუნდმა მატჩის მოგება მაინც ვერ მოახერხა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის მე-80 წუთზე გაბრიელ პირანის გოლით შეძლეს.

ლობჟანიძის გუნდი ამჟამად 46 ქულით 1/8 ფინალურ საპლეიოფო ზონაში იმყოფება, ხოლო ლეო მესის "ინტერ მაიამის" 31 ქულა და 1/16 ფინალურ საპლეიოფო ზონამდე 5 ქულა აშორებს, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

იხილეთ ლობჟანიძის გოლი:




კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი