"ალბათ, სწორედ ამ წელს დავასრულებ კარიერას" - ნადალი » სპორტის ხაზი

"ალბათ, სწორედ ამ წელს დავასრულებ კარიერას" - ნადალი

"ალბათ, სწორედ ამ წელს დავასრულებ კარიერას" - ნადალი
20-09-2023, 23:20
Aa Aa
გაზიარება:

რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, საჩოგბურთო კარიერას 2024 წელს დაასრულებს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუკი 37 წლის ესპანელმა ვარსკვლავმა მძიმე ტრავმიანობის შემდეგ, კორტზე დაბრუნება საერთოდ მოახერხა. რაფა არსებული ვითარების შესახებ ესპანურ მედიას ესაუბრა.

"2024 წელი ჩემს კარიერაში, ალბათ, ბოლო იქნება, თუმცა, არ მინდა, მაინც მტკიცებით ფორმაში ვთქვა. უბრალოდ, იმის ალბათობა, რომ წავალ, საკმაოდ დიდია. ცხადია, არ ვიცი, როგორ ვიგრძნობ თავს 3-4 თვის შემდეგ, მდგომარეობა მუდმივად იცვლება, ამდენად, სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. შესაძლოა, საერთოდაც კონკურენტუნარიანი ვეღარ ვიყო ანაც ორგანიზმმა მანიშნოს, რომ 100%-ით მზად ვარ. იმედი მაქვს, რომ სადღაც ნოემბრის შუა პერიოდში ყველაფერი მეცოდინება. სწორედ მაშინ გეგმებზე საუბარი უფრო მკაფიოდ შემეძლება".


ნადალმა ბარძაყზე დაზიანება ამ წლის დასაწყისში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობის დროს მიიღო და ამის შემდეგ ოფიციალურ მატჩებზე იგი აღარ გვინახავს. თავდაპირველი ვერსიით, მკურნალობას 6-8 კვირა უნდა დასჭირვებოდა.

თუმცა მოგვიანებით, რაფა ჯერ მონტე კარლოს მასტერსიდან მოეხსნა და კორტზე არც ბარსელონას, მადრიდისა და რომის მასტერსებზე გვინახავს.
შემდეგში რაფას როლან გაროსის ტურნირზე ელოდნენ, თუმცა, ასე არ მოხდა. ამ ყველაფერმა ესპანელის პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 237-ე ადგილზე დაქვეითება გამოიწვია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი