"სწორედ ამ კლუბთან ერთად მსურს ტიტულების მოპოვება" - გოჩოლეიშვილი » სპორტის ხაზი

"სწორედ ამ კლუბთან ერთად მსურს ტიტულების მოპოვება" - გოჩოლეიშვილი

"სწორედ ამ კლუბთან ერთად მსურს ტიტულების მოპოვება" - გოჩოლეიშვილი
20-09-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ღამეს შედგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, სადაც ერთმანეთს გოჩოლეიშვილისა და აზაროვის "შახტარი" და პორტუგალიური "პორტუ" დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულ მატჩში, შედგა ჩემპიონთა ლიგაზე ორივე ქართველი მცველის დებიუტი - ირაკლი აზაროვი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მეორე უკრაინული გუნდის მეორე ქართველი - გიორგი გოჩოლეიშვილი, "შახტარის" თავკაცმა ვან ლეუვენმა მოედანზე 76-ე წუთზე შემოიყვანა.

მატჩი პორტუგალიელთა გამარჯვებით 1-3 დასრულდა.

დაპირისპირების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ქართველმა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა:


"გუნდში ჩემი ადაპტაცია ძალიან სწრაფად მოხდა და ეს მთლიანად ბიჭების დამსახურებაა. "შახტარი" ერთი ოჯახია და ამ კლუბთან ერთად მსურს გამარჯვებებისა და ტიტულების მოპოვება." - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი