კაპელო: "ოსიმენი და კვარაცხელია თამაშში სხვაობას ვეღარ ქმნიან" » სპორტის ხაზი

კაპელო: "ოსიმენი და კვარაცხელია თამაშში სხვაობას ვეღარ ქმნიან"

კაპელო: "ოსიმენი და კვარაცხელია თამაშში სხვაობას ვეღარ ქმნიან"
20-09-2023, 13:12
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონი "ნაპოლისთვის" არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო, რის გამოც ახალ მოყვანილი მწვრთნელის, რუდი გარისას გათავისუფლების საკითხიც კი დგას დღის წესრიგში.

მიუხედავად ფრანგი სპეციალისტის მიმართ დიდი კრიტიკისა, ყოფილი მწვრთნელი ფაბიო კაპელო აღნიშნავს, რომ პრობლემა უფრო ფეხბურთელებშია, ვიდრე გარსიაში:

"ნაპოლის ამ სეზონშიც აქტიურად ვადევნებ თვალს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ფეხბურთელებს მუცლები ამოვსებული აქვთ, რის გამოც დამძიმებულები თამაშობენ.

ბევრ მომენტში ფეხბურთელების მონდომება არ იყო ისეთი, როგორსაც მიგვაჩვიეს. გარსიას სქემებზე მეტად მე ნეაპოლელების ჟინი მინდა დავინახო, რომელსაც გასულ წელს "მილანთან" პლეი-ოფამდე ვხედავდი. მაშინ ისინი ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდნენ.

ფეხბურთელებმა მაქსიმუმის გაცემა უნდა დაიწყონ, ეს კი განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ეხებათ. ისინი თამაშში სხვაობას ვეღარ ქმნიან",
- განაცხადა კაპელომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი