"მას უბრალოდ სიჩუმე მართებს" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"მას უბრალოდ სიჩუმე მართებს" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე

"მას უბრალოდ სიჩუმე მართებს" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე
19-09-2023, 23:03
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებს "ჯენოასთან" რუდი გარსიასადმი ნაჩვენები ჟესტის გამო.

ჟურნალისტ მასიმო კაპუტის აზრით, კვარაცხელიას სიჩუმე მართებს, იგი უბრალოდ უნდა გაჩუმდეს და მოედანი ხმაურის გარეშე დატოვოს.

"უბრალოდ, უნდა გაჩუმდეს და მოედნიდან გავიდეს! ზოგადად, ნაპოლის მიმართ დამოკიდებულებას შევცვლიდი, ძალიან დიდი პესიმიზმია იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 4 თამაშია ჩატარებული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტოქეებმა ნაპოლი შეისწავლეს, გასული სეზონის თამაშის გამეორება წარმოუდგენელი იყო" - განაცხადა იტალიელმა.

"ნაპოლი" მომდევნო შეხვედრაში 20 სექტემბერს, სტუმრად, ბრაგას დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი