ანჩელოტი: "წელს ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები არიან" » სპორტის ხაზი

ანჩელოტი: "წელს ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები არიან"

ანჩელოტი: "წელს ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტები არიან"
19-09-2023, 22:35
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში რეალ მადრიდი საკუთარ მოედანზე უნიონ ბერლინს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა - მათ შორის მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტზეც.

"მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია. გასულ სეზონში მათ ეს ტურნირი მოიგეს და ზაფხულში ინგლისური კლუბის კიდევ უფრო გაძლიერდა", - განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, მანჩესტერ სიტი წელს G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ცრვენა ზვეზდა, იანგ ბოიზი და ლაიპციგი იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი